“ჯორჯიანსმა” ჩემპიონთა ლიგაში პირველი თამაში წააგო

0
27

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა „ჯორჯიანს-ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი თურქეთის ქალაქ ქოჯაელში შვედურ “ერებრუს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:5 დამარცხდა.
პირველ ტაიმში შვედებმა ორი გოლი გაიტანეს და შესვენებამდე ანგარიშში სხვაობის შემცირება გიორგი ქურდაძემ მოახერხა. მეორე ტაიმში “ერებრუმ” კიდევ სამჯერ შეძლო ალექსანდრე ჯამბურიას კარის აღება, ხოლო მატჩის ბოლო 5 წუთში “ჯორჯიანსიდან” მეტოქის კარი დავით ხეჩიკაშვილმა და ნიკოლოზ გაბრიჩიძემ აიღეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო ნუკრი ჭუმბურიძემ, შვედებმა კი ბოლო წამებზე პენალტი ვერ გამოიყენეს.
“ჯორჯიანსი” ჩემპიონთა ლიგის წინასწარი რაუნდის F ჯგუფში გამოდის, რომელსაც თურქეთი მასპინლობს. ამ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონებისა და “ერებრუს” გარდა, თურქული “შიშლი” და გერმანული “შტუტგარტერიც” თამაშობენ. მომდევნო, ძირითად რაუნდში მხოლოდ გამარჯვებული გადადის.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 აგვისტოს, “შტუტგარტერთან” ჩაატარებს, 27-ში კი ისტანბულ შიშლის ეთამაშება.