შენგელიამ მხარი მოიტეხა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

0
50

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია საოპარაციოა. დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში “თბილისი არენაზე” საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს უმასპინძლა და 77:66 დაამარცხა.
მე-3 პერიოდში მასპინძლების კონტრშეტევის დროს შენგელია პარტნიორისგან ბურთის მიღებას ცდილობდა და წაიქცა. მან მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. შენგელია კლინიკაში გადაიყვანეს და თავიდან ფიქრობდნენ, რომ მხარი ამოუვარდა, მაგრამ როგორც გაირკვა მან მხარი მოიტეხა და საოპერაციოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ევრობასკეტზე კაპიტნის გარეშე ითამაშებს.