“ბასიანმა” შუალედური ეტაპის პირველი მატჩი წააგო

0
18

საქართველოს მოყვარულთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „ბასიანმა“ უეფას რეგიონთა თასზე შუალედური ეტაპის პირველი ბოსნიის ქალაქ ზენიცაში შეხვედრა შოტლანდიის ჩემპიონ „ცენტრალ სკოტლანდთან“ ჩაატარა და 1:4 დამარცხდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ბრიტანელების უპირატესობა შესვენების შემდეგ გამოიკვეთა – 48-ე წუთზე ანგარიში რობი მაკენზიმ გახსნა, ხოლო ორ წუთში რიჩი ლოუსონმა „ცენტრალ სკოტლანდი“ ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.
„ბასიანმა“ თამაშის გამოსწორება და სხვაობის შემცირება სცადა, მაგრამ კიდევ ორი გოლი საკუთარ კარში გაუშვა. 70-ე წუთზე ჯეკ ბუკენანმა გაიტანა, ხოლო კიარან მაკელროიმ 78-ეზე შოტლანდიელების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
„ბასიანმა“ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა. 88-ე წუთზე აკაკი შენგელიამ „ცენტრალ სკოტლანდს“ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1. ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა „ზენიცამ“ ისრაელის ბიკატ ჰაიარდენის „ჰაპოელი“ 1:0 დაამარცხა და შოტლანდიელებთან ერთად ჯგუფში გალიდერდა.
საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული რეგიონთა თასის მეორე ტურის მატჩს 25 აგვისტოს გამართავს. „ბასიანი“ ბიკატ ჰაიარდენის „ჰაპოელს“ შეხვდება.