ანტონიო კასანო: „კვარაცხელია საათში 1000 მილის სისწრაფით მიქრის“

0
72

იტალიის ეროვნული გუნდის ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფორვარდ ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენი უწოდა.
„ხვიჩა ფენომენია. ის იტალიაში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და უკვე საათში 1000 მილის სისწრაფით მიქრის“ – იუწყება „რომას“, მადრიდის „რეალის“, „მილანის“ და „ინტერის“ ექსფორვარდის ნათქვამს football-italia.net.
კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით „ვერონასთან“ სტუმრად 5:2 მოგებულ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, ხოლო შინ „მონცასთან“ (4:0) შეხვედრაში დუბლი მიითვალა.