გიორგი აბურჯანიამ მიმდინარე სეზონში „ჟილ ვისენტეში“ პორტუგალიის პრიმერა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა.
ბარსელუშელები მე-3 ტურში შინ „ფამალიკაოსთან“ მატჩში მხოლოდ ქულა აიღო – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც მანამდე კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორჯერ ითამაშა, „ჟილ ვისენტეს“ სასტარტოში პირველად დააყენეს და 63-ე წუთზე შეცვალეს.
„ჟილ ვისენტეს“ 4 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
სერბეთის სუპერლიგის მე-7 ტურში “რადნიჩკიმ”, რომელშიც 2 ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სტუმრად “რადნიკი” 3:1 დაამარცხა. შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მცველი ანტონ თოლორდავა განაცხადში არ იყო. “რადნიჩკი” 5 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.





