პოლონეთის „ლეხს“, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირის და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი იცავენ, კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრის რეალური შანსი აქვს.
პლეი-ოფში „ლეხმა“ ლუქსემბურგის „დუდელანჟი“ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. მე-6 წუთზე ანგარიში ველდემ გახსნა, ხოლო 66-ეზე მეტოქის კარი იშაკმა აიღო. აღსანიშნავია, რომ პოლონელებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან 88-ე წუთზე მილიჩი გააძევეს.
ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტოში არცერთი იყო – კვეკვესკირი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო წიტაიშვილი – 67-ეზე.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 25 აგვისტოს ლუქსემბურგში ჩატარდება.





