თამაზ მაქაცარია ისევ “გაგრასთვის” შეუტევს. 26 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში გორის “დილაში” დაიწყო, სადაც ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან ზაფხულში გორული კლუბი დატოვა და კარიერის გაგრძელებას უზბეკურ ფერღანის “ნეფთჩიში” გეგმავდა, რომელთან წინასწარ 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა და იგი ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.
მაქაცარია 2020 და 2021 წლების სეზონში სწორედ “გაგრაში” გამოდიოდა. მან გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და მარტვილის “მერანის” მალელ ფორვარდ შეიკნე სილასთან ერთად ბომბარდირი გახდა.





