ლუკა გაგნიძემ რუსეთის პრემიერ ლიგაში საგოლე პასი შეასრულა. მე-4 ტურში მოსკოვის „დინამო“, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად სამარას „კრილია სოვეტოვს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
19 წლის გაგნიძემ „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა და მე-13 წუთზე კუთხურიდან საგოლე გადაცემა ფერნანდეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. ქართველი ფეხბურთელი მატჩის ბოლომდე მოედანზე იმყოფებოდა და 69-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„დინამოს“ 8 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.





