მოსკოვის „დინამოს“ თავკაცი: „გაგნიძემ ხასიათი აჩვენა“

0
32

მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა სლავიშა იოკანოვიჩმა რუსეთის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში სტუმრად „კრილია სოვეტოვთან“ 2:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, 19 ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე შეაქო, რომელმაც სასტარტოში პირველად ითამაშა და საგოლე პასი შეასრულა.
სლავიშა იოკანოვიჩი: „ლუკამ ძალიან კარგად ითამაშა. თავისი ხასიათი აჩვენა და მუდმივად ბურთს ეძებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა და სასტარტოში პირველად მოხვდა. ჩვენ მოედნის ცენტრში თამაშის კიდევ ერთი ვარიანტი გაგვიჩნდა, რაც კარგი სიახლეა ჩემთვის და გუნდისთვის“.