ლუკა გუგეშაშვილმა მიმდინარე სეზონში აგდამის „ყარაბაღში“ პირველი მატჩი ჩაატარა. აზერბაიჯანის მოქმედი ჩემპიონი პირველ ტურში შინ „საბაილს“ დაუპირისპირდა და 3:1 სძლია.
23 წლის ქართველი მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო და გოლი 72-ე წუთზე გაუშვა, როდესაც მისი გუნდი 3:0 იგებდა.
გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ გასული სეზონის მეორე ნახევარში გორის „დილადან“ გადავიდა და აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა, ხოლო უეფას კონფერენს ლიგაში – 2.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-4 ტურში კიელცეს „კორონამ“ სტუმრად გდანსკის „ლეხია“ 1:0 დაამარცხა. ქართველმა გარემარბმა ლუკა ზარანდიამ გამარჯვებულთა შემადგენლობაში 84-ე წუთიდან ითამაშა. „კორონა“ 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.





