ზივზივაძის მესამე გოლი კონფერენს ლიგაში, გვილია ისევ განაცხადს მიღმა

0
59

ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში უნგრეთის „ფეჰერვარმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, შინ ჩრდილოეთ მაკედონიის „პეტროკუბი“ 5:0 გაანადგურა.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. 88-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 4:0 იგებდნენ, მან პენალტი ზუსტად შეასრულა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 11 აგვისტოს მაკედონიაში შედგება.
პოლონეთის „რაკუვმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ვაკო გვილია გამოდის, სტუმრად ტრნავის „სპარტაკს“ 2:0 სძლია. მიმდინარე სეზონში „რაკუვის“ მიერ ჩატარებული მატჩების მსგავსად, გვილია განაცხადში ისევ არ იყო.