ავსტრიის „ვოლფსბერგერმა“, რომლის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი იცავს, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ მალტას „გზირას“ ვერ აჯობა – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ლოჩოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 9 აგვისტოს მალტაში ჩატარდება.





