ემერსონი, რომელსაც „ჩელსისთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, კარიერას „ლაციოში“ განაგრძობს. იტალიური მედიის ცნობით, რომაელები ლონდონელებს 28 წლის ფეხბურთელის ერთწლიან იჯარაზე უკვე შეუთანხმდნენ.
საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, „ლაციო“ წარმოშობით ბრაზილიელი, მაგრამ იტალიის მოქალაქე ემერსონის კონტრაქტს 9 მილიონ ევროდ გამოისყიდის.
გასულ სეზონში, იტალიის ნაკრების მცველი „ჩელსიმ“ „ლიონში“ გაანათხოვრა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 34 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მას ლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.





