„ფულემმა“ გერმანიის ნაკრების მეკარე შეიძინა

0
30
Bernd Leno signs for Fulham

„ფულემმა“ ლონდონის „არსენალიდან“ მეკარე ბერნდ ლენო შეიძინა. გერმანიის ეროვნული ნაკრების 30 წლის მეკარემ ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, „ფულემმა“ ლენოში 8 მილიონი გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
„არსენალმა“ გერმანელი გოლკიპერი 2018 წელს ლევერკუზენის „ბაიერიდან“ 2018 წელს დაახლოებით 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა. მან ლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 101 მატჩში 25-ჯერ გოლი არ გაუშვა.