ყაზაიშვილმა “ულსანს” ქულა გადაურჩინა

0
60
울산문수축구경기장/ K리그1/ 울산현대축구단 vs FC서울/ 울산 바코 득점/ 골 세레머니/ 사진 김정수

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. 26-ე ტურში „ულსანი“ შინ „სეულს“ შეხვდა და ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის წყალობით მოიპოვა.
სტუმრები 50-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო 58-ე წუთზე ყაზაიშვილი „სეულის“ საჯარიმოს სიახლოეს ერთ მეტოქეს გაცდა და ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ მან წელს აზიის ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა.
29 წლის ქართველი „ულსანში“ მეორე სეზონს ატარებს. მან გასულ სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპონატში ჩატარებულ 34 შეხვედრაში მეტოქის კარი 9-ჯერ აიღო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.