გიორგი ცინცაძე კარიერას ტუნისში გააგრძელებს

0
84

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ვეტერანი გამთამაშებელი, 36 წლის გიორგი ცინცაძე ტუნისის მოქმედ ჩემპიონ “მონასტირში” ჩაირიცხა და მომავალ სეზონს აფრიკაში გაატარებს. გიორგიმ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“მონასტირს” ტუნისის პირველობა შვიდჯერ, ოთხჯერ კი ქვეყნის თასი მოუგია. კლუბის არენა 4 ათას მაყურებელს იტევს.
გასულ სეზონში “მონასტირში” ირიცხებოდა საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ნატურალიზებული ამერიკელი მაიკლ დიქსონი, რომელმაც გუნდის მიერ აფრიკის ჩემპიონთა ლიგის მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ქალაქი მონასტირი ტუნისის აღმოსავლეთ სანაპიროზეა და მისი მოსახლეობა 95 ათასი მცხოვრებია.

“მონასტირის” საშინაო არენა