ალექსის სანჩესი „მარსელისთვის“ შეუტევს

0
25

ალექსის სანჩესი კარიერას „მარსელში“ განაგრძობს, იუწყება Sky Sports. 33 წლის ჩილელმა თავდამსხმელმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანის „ინტერი“ და სანჩესი კონტრაქტს გაწყვეტენ.
ჩილეს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი „ინტერში“ 2019 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 109 მატჩში 20 გოლი გაიტანა.