ზარანდიამ ისევ შეცვლაზე ითამაშა

0
24

ლუკა ზარანდიამ მიმდინარე სეზონში კიელცეს „კორონას“ შემადგენლობაში მესამე მატჩი ჩაატარა.
კიელცელებმა „შლიონსკის“ უმასპინძლეს და 3:1 გაიმარჯვეს. მანამდე ჩატარებული 2 შეხვედრის მსგავსად ზარანდია სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა. მასპინძლებმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს, ხოლო 35-ეზე მეორე გოლი გაიტანეს. სტუმრებმა ერთი ბურთი 47-ე წუთზე გაქვითეს. „კორონამ“ საბოლოო გამარჯვება ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაიფორმა.
ზარანდია ტრავმით გამოწვეული თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, „კორონაში“ გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩაირიცხა და რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 8 მატში 1 გოლი გაიტანა. კიელცელები ექატრაკლასაში დაბრუნდნენ და კლუბის ხელმძღვანელებმაც 28 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველთან თანამშრომლობა გაახანგრძლივეს.
„კორონა“ 4 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.