დვალი აპოელის მესამე ქართველია

0
34

ლაშა დვალი კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში განაგრძობს. აპოელის პრესსამსახურმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა. მურთაზ დაუშვილის და გიორგი ქვილითაიას შემდეგ, დვალი კვიპროსული კლუბის მესამე ქართველი ფეხბურთელია.
27 წლის დვალი კარიერის განმავლობაში უნგრეთის „ფერენცვაროშში“, რიგის „სკონტოში“, თურქეთის „ქასიმფაშაში“, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „დუისბურგში“, პოლონეთის „შლიონსკიში“ და „პოგონში“, ასევე ყაზახეთის „ირტიშში“ გამოდიოდა.