დაუშვილი და ქვილითაია კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე არიან

0
16

კვიპროსის აპოელი, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გამოდიან, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
აპოელმა ბულგარეთის „პლოვდივათან“ პირველი მატჩი სტუმრად 0:0 დაასრულა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლებიდან პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ანგარიში ჩებაკემ გახსნა, ხოლო 93-ე წუთზე თავი ეფრემმა გამოიჩინა.
დაუშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქვილითაია ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო.
აპოელი მე-3 ეტაპზე ყაზახეთის „ყიზილჟარს დაუპირისპირდება“, სადაც ელგუჯა ლობჯანიძე და გიორგი ივანიაძე გამოდიან.