კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “საბურთალოსთან” საპასუხო მატჩის წინ ბუქარესტის “სტიაუადან” მთავარი მწვრთნელი ანტონ პეტრეა წავიდა. ეს ინფორმაცია რუმინულ მედიასთან ბუქარესტელთა სკანდალებით ცნობილმა პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ დაადასტურა.
28 ივლისს ბუქარესტში “საბურთალოსთან” გასამართ შეხვედრაში “სტიაუას” მიხაი პინტილი უხელმძღვანელებს. თუმცა, ბეკალიმ რუმინელ ჟურნალისტებთან საუბარში გუნდის თავკაცად ნიკოლაე დიკას დაბრუნება არ გამორიცხა.
შეგახსენებთ, რომ “საბურთალომ” პირველ თამაშში “სტიაუას” 1:0 სძლია.





