ლაზარე კუპატაძე ბათუმის „დინამოში“ აღარ ითამაშებს. კლუბსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
26 წლის კუპატაძე ბათუმის „დინამოში“ 2021 წელს თბილისის „საბურთალოდან“ გადავიდა. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 51 მატჩი ჩაატარა და ბათუმელთა შემადგენლობაში გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.
მას კარიერის განმავლობაში, „საბურთალოსა“ (2013-15, 2017-18, 2019-20) და „დინამოს“ გარდა, ლუქსემბურგის „ჟენესში“ უთამაშია.
ბათუმელები მიმდინარე ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს ბრატისლავას „სლოვანთან“ (0:0, 1:2) შეხვედრაში გამოეთიშნენ და შინ ჩატარებული შეხვედრის 123-ე წუთზე კუპატაძემ ბურთი კუთხურიდან გაუშვა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო „დინამო“ პირველ მატჩში სტუმრად პოლონეთის „ლეხთან“ 0:5 დამარცხდა და კარში ისევ კუპატაძე იდგა.





