ავსტრიის ბუნდესლიგაში ახალმა სეზონმა სტარტი ოთარ კიტეიშვილი გარეშე აიღო. გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი ტრავმირებულია და ამიტომ, პირველ ტურში თავის გუნდს სტუმრად „ვოლფსბერგერთან“ მატჩში ვერ დაეხმარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
კიტეიშვილისგან განსხვავებით საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა განვლილ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.
21-ე წუთზე მასპინძლებიდან ბარიბომ პენალტი ვერ გამოიყენა. თუმც, ორ წუთში კერშბაუმერმა ანგარიში გახსნა. 44-ე წუთზე გრაცელებიდან გოლი სარკარიამ გაიტანა.
ავსტრიის რანგით მეორე ლიგის “გრაცერში” ქართველი თავდამსხმელის ლევან ელოშვილის დებიუტი შედგა, რომელიც გუნდს გასული სეზონის დასრულების მერე შეუერთდა. “გრაცერისა” და “ფლორიდსორფერის” მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო სასტარტოში მყოფი ელოშვილი 59-ე წუთზე შეცვალეს.
