გიორგი ჭელიძე “თელავის” მწვრთნელი აღარაა

0
65

“თელავის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძე თანამდებობა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით მხარეებს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ჭელიძემ გუნდი სეზონის წინ ჩაიბარა და მისი გაშვება უცნაურია, რადგან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ნახევარში “თელავი” ცუდად არ გამოიყურებოდა – 25 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
37 წლის სპეციალისტი “თელავში” დანიშვნამდე ქუთაისის „ტორპედოს“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. მანამდე, ის თბილისის „შევარდენის“, ტყიბულის „მეშახტის“, ქობულეთის „შუქურას“ და „საბურთალო 2“-ის თავკაცი იყო. ჭელიძეს უეფას PRO ლიცენზია აქვს.