17-წლამდელები თურქეთთან ორ ამხანაგურს ჩაატარებენ

0
44

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რუსთავის აკადემიის მოედანზე თურქი თანატოლების წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრები 25 და 27 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია. აღნიშნული მატჩებისთვის, 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – გიორგი ხიზანიშვილმა 22 ფეხბურთელი გამოიძახა.
U17 | შემადგენლობა:
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), მათე საური (დინამო თბილისი).
მცველები: დავით ქელდიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა შაშიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი გოგატიშვილი (სფფ-ის აკადემია), გიგი შენგელია (სფფ-ის აკადემია), ნიკა ბენდიანიშვილი (დინამო თბილისი), გიგი გოგია (ქვინზ პარკ რეინჯერსი, ინგლისი), რატი გრიგალავა (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), გიორგი ჩაჩუა (საბურთალო), გიორგი კანკია (სფფ-ის აკადემია), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (სფფ-ის აკადემია), საბა სამუშია (სფფ-ის აკადემია), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი).
25 ივნისი – საქართველო V თურქეთი
27 ივნისი – საქართველო V თურქეთი

17 წლამდე ასაკობრივი ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში – ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

25 ოქტომბერი | საქართველო V ისრაელი
28 ოქტომბერი | საქართველო V ინგლისი
31 ოქტომბერი | საქართველო V ლიეტუვა