ლაშა დვალი ბუდაპეშტის „ფერენცვაროშს“ ივნისის ბოლოს დატოვებს. საქართველოს ეროვნული ნაკრებს უნგრეთის მოქმედ ჩემპიონთა კონტრაქტი ეწურება და ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
27 დვალი „ფერენცვაროშში“ 2018-2019 წლების სეზონიდან გამოდიოდა და უნგრეთის ჩემპიონი ზედიზედ 4-ჯერ გახდა, ხოლო ერთხელ თასს დაეუფლა.
მას ტრავმების გამო გასული სეზონ ჩაუვარდა და მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.
დვალი კარიერის განმავლობაში „ფერენცვაროშის“ გარდა, რიგის „სკონტოში“, თურქეთის „ქასიმფაშაში“, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „დუისბურგში“, პოლონეთის „შლიონსკიში“ და „პოგონში“, ასევე ყაზახეთის „ირტიშში“ გამოდიოდა.





