ლაშა ნოზაძე: “გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”

0
66

დღეს, უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ “საბურთალოს” მომავალი მეტოქე ალბანეთის “პარტიზანი” იქნება. წილისყრის დასრულების შემდეგ, “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ მცირე კომენტარი გააკეთა:
“იმ ხუთი სავარაუდო მეტოქეებიდან ყველა თანაბარი იყო, თუ არ ჩავთვლით სან მარინოს “ტრე პენეს”. გვაქვს დრო, რომ მეტოქე შევისწავლოთ და კარგად წარმოვაჩინოთ თავი. “საბურთალო” ყოველთვის მაღალ მიზანს ისახავს და მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გადის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულები გამოვიდეთ და გავახაროთ,  როგორც “საბურთალოს”, ასევე ქართული ფეხბურთის ქომაგები.
ფეხბურთელობის პერიოდში ალბანელების წინააღმდეგ საკლუბო დონეზე არ მითამაშია, თუმცა ერთხელ, როდესაც 21 წლამდე ნაკრების ღირსებას ვიცავდი, ალბანეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ტირანაში მომიწია თამაში”.
“საბურთალო” პირველ მატჩს 7 ივლისს გორში ჩაატარებს, ხოლო საპასუხო თამაში 14 ივლისს ტირანაში შედგება.