თურქეთის „ქარაგიუმრუქი“, რომლის ვიცეპრეზიდენტი არჩილ არველაძეა და სადაც შემტევი ნახევარმცველი ვატო არველაძე ირიცხება, იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრეა პირლო გაწვრთნის. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისს ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ პირლომ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
43 წლის პირლო სამწვრთნელო კარიერაში სათავეში მეორე გუნდს ჩაუდგება. ის 2020-2021 წლებში ტურინის „იუვენტუსს“ ავარჯიშებდა, რომელსაც იტალიის თასი და სუპერთასი მოაგებინა.
224 წლის ვატო არველაძე „ქარაგიუმრუქში“ 2020 წელს ჩაირიცხა და თავის პირველ სეზონში სუპერლიგაში 16 მატჩი (2 სასტარტოში) ჩაატარა, ხოლო გასულ სეზონში მხოლოდ 6-ჯერ ითამასა და სასტარტოში არ მოხვედრილა.





