„ვალენსიამ“ ბორდალასი გაუშვა და გატუზოსთან 2-წლიანი შეათანხმა

0
32

„ვალენსიას“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხოსე ბორდალასი დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგევრდი იუწყება. ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი შარშან მაისში ჩაიბარა და 2021-2022 წლების სეზონში ლა ლიგაში მე-9 ადგილზე გაიყვანა. გარდა ამისა, „ვალენსიამ“ ესპანეთის თასის ფინალში ითამაშა და პენალტების სერიაში „ბეტისთან“ დამარცხდა.
„ვალენსიას“ იტალიელი ჯენარო გატუზო გაუძღვება, რომელმაც კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე მამარდაშვილი „ვალენსიას“ სეზონის წინ შეუერთდა. მან ლა ლიგაშუ საერთო ჯამში 18-ჯერ ითამაშა და 8-ჯერ გოლი არ გაუშვა. მან ესპანეთის თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის სევილიას “ბეტისთან” პენალრების სერიაში წაგებული დაპირისპირებაც.
მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ 2-ჯერ დაასახელეს, ხოლო „მატჩის მეფედ“ (KING OF THE MATCH) ორჯერ აღიარეს. გარდა ამისა, მისი მოგერიება ორჯერ ტურში საუკეთესოდ ცნეს.