იურგენ კლოპი: „კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ არა იდეალური“

0
30

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალთან“ 0:1 მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ არა იდეალურად.
„გასახდელში არავინ გრძნობს, რომ საუცხოო სეზონი გვქონდა. შესაძლოა, ამის გასააზრებლად გარკვეული დრო დაგჭირდეს. კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ არა იდეალური. არ ვფიქრობ, რომ იდეალურად თამაში შესაძლებელია მეტოქესთან, რომელიც სიღრმიდან მოქმედებს.
კარში ბევრჯერ დავარტყით, მაგრამ ეს საუკეთესოდ არ გაგვიკეთებია. კურტუამ ორი ტოპ-მოგერიება შეასრულა. ბიჭებმა ყველაფერი სცადეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 0:1 ვაგებდით და ისე ვთამაშობდით როგორც მანამდე გვსურდა. ჩვენი გულშემატკივრები ძალიან უკან იხევდნენ. მეორე ტაიმში გვსურდა უფრო თამამები ვყოფილიყავით და შესვენებაზე ფეხბურთელებს ეს ვუთხარით.
განსხვავებული შეგრძნებები მაქვს. ფინალამდე მისვლა არცთუ ცუდია, რადგან ეს თავისებური წარმატებაა. თუმცა, ეს ის არაა, რაც გსურს. კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ როდესაც 0:1 აგებ, ხვდები, რომ რაღაც არასაკმარისად გააკეთე. ჩემი ბიჭებით ვამაყობ, რაც მათ ვუთხარი.
როდესაც მარცხდები უნდა გაიაზრო და გაიგო, უკეთესად რის გაკეთება შეგეძლო. შესაძლებელია სეზონის 63-ე შეხვედრაში საუკეთესო თამაში აჩვენო? მე არ ვიცი. ჯილდო ვერ მივიღეთ, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია და ყოველთვის ასე იქნება. „რეალი“ ფინალში როდესმე წააგებს, მაგრამ დღეს ეს არ მოხდა.
ძლიერი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემპიონტა ლიგის ფინალში კიდევ ვითამაშებთ. მართლაც კონკურენტუნარიანი ბიჭები გვყავს. ეს დიადი გუნდია და მომავალ სეზონშიც ასე იქნება. შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი სადაა? სტამბოლში? მაშინ, სასტუმრო დაჯავშნეთ“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.