ქარიმ ბენზემა: „ჩემპიონთა ლიგაში ეს გამარჯვება ჩვენთვის ყველაზე რთულია“

0
24

„რეალის“ კაპიტან ქარიმ ბენზემას მიაჩნია, რომ მისი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულთან“ (1:0) გამარჯვება ურთულესი იყო, რომელიც მადრიდელებამ დაიმსახურეს.
„ეს ფინალია, რომელსი თამაში როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად რთულია. ჩვენ ტემპი არ გვყოფნიდა, მაგრამ გოლი გავიტანეთ, რომელიც არ ჩაგვითვალეს, თუმცა, ამის ხარჯზე თამაშში „შევედით“. მეორე ტაიმში ისე ვითამაშეთ, რომ ფინალი მოგვეგო.
პარიზში გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ჩემს სახლსა და ქვეყანაში იმყოფებოდა. ეს სწორედ ისაა, რაც მადრიდისტებს სურთ. ჩემპიონთა ლიგაში ეს გამარჯვება ჩვენთვის ყველაზე რთულია, რომელიც დავიმსახურეთ. იღბალი არაფერ შუაშია. მე ასეთი საღამოებისთვის ვმუშაობ.
ანჩელოტი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და მის შესახებ სხვას ვერაფერს ვიტყვი. ამაყი ვარ ამ კლუბით და შემადგენლობით. ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგეთ და ჩემთვის ამ ტურნირში ეს გამარჯვება მეხუთეა. ძალიან ბედნიერი ვარ“ – იუწყება უეფას ვებგვერდი ფრანგი ფორვარდის ნათქვამს, რომელიც 15 გოლით განვლილი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.