ინგლისის პრემიერ ლიგის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირის წოდება „ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა და „ტოტენჰემის“ სამხრეთ კორეელმა ფორვარდმა სონმა მოიპოვეს. მათ 35-35 მატჩი ჩაატარეს და 23-23 გოლი გაიტანეს.
გარდა ამისა, სალაჰი 13 საგოლე გადაცემით, ტურნირის საუკეთესო ასისტენტია. პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარეებისთვის განკუთვნილი „ოქროს ხელთათმანი“ „სიტის“ ბრაზილიელმა კარის დარაჯმა ედერსონმა და „ლივერპულში“ მისმა თანამემულე ალისონმა მოიგეს, რომელტავ 20-20 „მშრალი მატჩი“ ჩაატარეს.





