„დინამოს“ სამი ქულა სეზონის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში

0
59

თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში სტუმრად ზედიზედ ორი მატჩი პირველად მოიგო. „ტორპედოსთან“ გამარჯვების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში დინამოელები ბოლნისში ადგილობრივ „სიონს“ დაუპირისპირდნენ და წელს ჩვენს ჩემპიონატში ჩატარებულ ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში 3 ქულა აიღო.
მე-4 წუთზე ნიკა მალიმ ძალიან კარგი გადაცემით მეტოქის საჯარიმოში უკრაინელი ლეგიონერი სტანისლავ ბილენკი მოძებნა, რომელმაც ბოლნისელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-18 წუთზე, თავის საჯარიმოს სიახლოვეს მდგომი ჩუკვურამ პასს აკეთებდა, მაგრამ ოსეი ბარნსმა ბურთი ჩაჭრა, ხოლო ბილენკიმ საუცხოოდ შეაყოლა ბურთი კამარას, რომელიც ლევან ისიანთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დაარტყა – 0:2.
22-ე წუთზე, ნიკა ხორხელმა თბილისელთა საჯარიმოში ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, რასაც დისკვალიფიკაცია მოხდილი კახა ცხადაძის გუნდის დაცვის შეცდომა მოჰყვა, ხოლო იმავე ხორხელმა მოისწრაფიშვილთა ორთაბრძოლაში ანგარიში შემაცირა – 1:2.
24-ე წუთზე, „სიონის“ კონტრშეტევის დროს უგრეხელიძემ თითქოს ბურთი დაკარგა, მაგრამ ბრძოლა გააგრძელა და საბოლოოდ, პასი გამოუვიდა ლუკა ხორხელის მისამართით, რომელმაც დუბლი შეასრულა – 2:2.
34-ე წუთზე მოისწრაფიშვილის პასის მერე, ბილენკიმ „სიონის“ საჯარიმოში მიიღო და რატომღაც მეტოქის მცველებმა ხელი დროულად არ შეუშალეს, უკრაინელმა კი ბურთი შორეულ კუთხეში ოსტატურად „მოჭრა“ – 2:3.
მე-40 წუთზე ბარნ ოსეიმ საუცხოო პასი მისცა ბილენკის, რომელიც კარიდან გამოსულ მასპინძლების მეკარეს გაექცა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი ძელს მოახვედრა.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ბარნს ოსეიმ „სიონის“ საჯარიმოს ახლოს მარჯვენა ფლანგზე გახსნილი მალი მოძებნა, რომლის ზუსტი გადაცემის შემდეგ გიორგი გაბედავამ ახლო მანძილიდან ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 2:4.
მეორე ტაიმის განახლებიდან 5 წუთში მოისწრაფიშვილმა მარჯვნიდან კუთხური ჩააწოდა და საიმონ ბენიომ თავით აუღებლად დაარტყა – 2:5.
52-ე წუთზე „სტანდარტულის“ შესრულების შემდეგ ბილენკიმ დინამოელთა საჯარიმოში თავით ცუდად ითამაშა და ბურთი ლუკა ხორხელს მიუვიდა, რომელმაც ასევე თავით პასი თომა ტაბატაძეს გაუკეთა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 3:5.
ეს ანგარიში დიდი ხანი არ შენარჩუნებულა, რადგან 57-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მარცხენა ფრთიდან ბოლნისელთა საჯარიმოში ჩააწოდა და ოსეი ბარნსმა თავურით „დინამო“ კიდევ ერთხელ დააწინაურა -3:6.
78-ე წუთზე ტაბატაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც თანაგუნდელიგან გრძელი პასი მიიღო, მაგრამ კართან ახლო მყოფმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან ბურთი ბადეს გარედან მოახვედრა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და მასპინძლების საჯარიმოში ბილენკი მოძებნა, რომელმაც კრიტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი მიითვალა.
„დინამო“ 22 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო უჩა სოსიაშვილის თავკაცობით „სიონმა“ 10 ქულა დააგროვა და მეცხრეა.