“საბურთალო”, რომელიც საშინაო მატჩებს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავდა, ამიერიდან გუნდებს რუსთავში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლებს.
2023 წელს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს. ერთ-ერთი სტადიონი, სადაც ოფიციალური მატჩები გაიმართება, “მიხეილ მესხის” არენაა. აქედან გამომდინარე, დაიწყო აღნიშნული სტადიონის რეკონსტრუქცია, რის გამო “საბურთალომ” დროებით საშინაო სტადიონი შეიცვალა.
“საბურთალო” მორიგ შეხვედრას 12 მაისს ბათუმის “დინამოსთან” გამართავს. მომავალი დაპირისპირება რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 21:00 საათზე დაიწყება.




