„ჩელსის“ ამერიკელი ბიზნესმენების ჯგუფი ყიდულობს

0
47

ლონდონი „ჩელსიმ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ ამერიკელი ბიზნემენების ჯგუფს, რომლებსაც ტოდ ბოლი, Clearlake Capital-ი, მარკ უოლტერი და ჰანსიორგ ვისი წარმოადგენენ, კლუბის აქციების მიყიდვაზე შეუთანხმდნენ.
„საერთო საინვესტიციო თანხიდან 2,5 მილიარდი ფუნტი მიმართული იქნება კლუბის აქციების შეძენაზე და ეს შემოსავალი გადაირიცხება გაყინულ საბანკო ანგარიშზე დიდ ბრიტანეთში, რათა 100 პროცენტით ქველმოქმედებაზე დაიხარჯოს, როგორც მანამდე რომან აბრამოვიჩმა განაცხადა. დიდ ბრიტანეთში გაყინული ანგარიშიდან თანხის გადარიცხვისთვის ქვეყნის ხელისუფლების თანხმობაა საჭირო“ – ნათქვამია საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ოფიციალურ განცხადებაში.
მომავალი მეპატრონეები 1,75 მილიარდ ფუნტ სტერლინგს კლუბშში ჩადებენ. ეს თანხა სტადიონ „სტემფორდ ბრიჯისთვის“, „ჩელსის“ საფეხბურთო აკადემიისთვის, ქალთა გუნდისთვის, „კინგსმედოუსთავის“ და „ჩელსის“ ფონდის შემდგომი დაფინანსებისთვის დაიხარჯება.
მოსალოდნელია, ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემთხვევაში, კლუბის გაყიდვის პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.