„სამგურალის“ ზავი ყაზახებთან

0
4

წყალტუბოს „სამგურალმა“, რომელსაც გიორგი ონიანი წვრთნის, თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური შეხვედრა ყაზახეთის „ულიტაუსთან“ 2:2 დაასრულა.
პირველი ტაიმში, როდესაც „სამგურალი“ 0:1 აგებდა და კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, კლაუდიო ჟუნიორმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში ყაზახების კარი ოთარ აფციაურმა „ცხრიანში“ ლამაზი დარტყმით აიღო და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
განვლილ თამაშში „სამგურალის“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
კუტალაძე, შერგელაშვილი, მანჯგალაძე, ვინისიუსი, გეგეჭკორი, ბერელიძე, ჯანჯღავა, ცეცხლაძე, ჟან კარლოსი, ხორხელი, კლაუდიო ჟუნიორი; სათადარიგოები: სიუკაევი, სამუელი, კვარაცხელია, იაშვილი, აფციაური, პაპავა, ველისოლი, ს. ჩხეტიანი, გოგია, ჯეფინიო.
ლაშა თაბაგარი