„ლოზანას“ ფრე ჩეხეთში სიგუას გარეშე

0
4

შვეიცარიის „ლოზანამ“ კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის პირველი მატჩი სტუმრად ჩეხეთში ოლომოუცის „სიგმასთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ტრავმირებულია და გასული წლის დეკემბრიდან შვეიცარიულ გუნდში არ უთამაშია. მატჩის 22-ე წუთზე „ლოზანადან“ ანგარიში ბატლერ-ოიედეჯიმ გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 58-ე წუთზე შტურმმა გაიტანა.
„ლოზანა“ საპასუხო შეხვედრას შვეიცარიაში 26 თებერვალს გამართავს.
ლაშა თაბაგარი