გორის “დილამ” გვინეელი თავდამსხმელი მოჰამედ კანტე და სენეგალელი შემტევი ნახევარმცველი ალიონე ომარ ტალე დაიმატა, რის შესახებ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი მფლობელის პრესსამსახური იუწყება:
“21 წლის გვინეელი თავდამსხმელი მოჰამედ კანტე კარიერას ,,დილაში გააგრძელებს. ახალგაზრდა ფორვარდმა კარიერა სამშობლოში დაიწყო, რის შემდეგაც დანიური ,,ოდენსეს” ღირსებას იცავდა. “დილაში” გადასვლამდე კი იგი ტუნისის ჩემპიონატში ასპარეზობდა. მოჰამედს თამაში როგორც ცენტრფორვარდად, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია.
18 წლის სენეგალელი შემტევი ნახევარმცველი ალიონე ომარ ტალე ,,დილას” ფეხბურთელია. იგი ჩვენს გუნდს ადგილობრივი ჩემპიონატიდან შემოუერთდა”.
ლაშა თაბაგარი





