„ტორპედომ“ შეკრება კვიპროსელებთან გამარჯვებით დაამთავრა

0
5

ქუთაისის „ტორპედომ“ კვიპროსულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური შეკრებაზე ადგილობრივ რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე „აია ნაპასთან“ ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.
მატჩის 26-ე წუთზე ანგარიში ანთიამ გახსნა, რომელმაც ქუთაისელთა მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. 65-ე წუთზე „ტორპედოს“ უპირატესობა ორამდე ანდრიჩმა გაზარდა. კვიპროსელებმა ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე გაიტანეს. ტორპედოელებიდან ბოლო გოლი 77-ე წუთზე ბლიზნიჩენკომ შეაგდო.
გერმანელმა დირკ შუსტერმა განვლილ შეხვედრაში გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
კლიაიჩი, ჭითანავა, მანე, კუპრავა, მანე, კატკოვი, პერტაია, მამუჩაშვილი (კ), ანთია, ბლიზნიჩენკო, ლიმა, პირესი.
სათადარიგოები: გოშაძე, ბუკია, ნადარაია, შერიფი, სიმიჩი, ზიტა, ითრაქი, კოხრეიძე, არაბიძე, ანდრიჩი.
„ტორპედომ“ შეკრებაზე ჩატარებული სამი შეხვედრიდან ორი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
ლაშა თაბაგარი