შენგელიამ ოფი-ს მოაგებინა

0
5

ლევან შენგელიამ ოფი-ს მაისურით მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-20 ტურში კრეტელებმა „ლევადიაკოსი“ მიიღო და საქართველოს ნაკრების გარემარბის გოლით 3:2 გაიმარჯვა.
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 76-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, შეტევაში მარცხნიდან ჩართულმა ანასტასიუმ პასი საჯარიმოში გააკეთა და კარის შორეულ ძელთან მყოფმა შენგელიამ ერთი შეხებით გამარჯვების ბურთი შეაგდო. მანამდე, მან 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ლევანმა მიმდინარე სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატში 18-ჯერ ითამაშა, ხოლო თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა. ოფი 24 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი