დავით ვოლკოვმა „საბაჰის“ მაისურით მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მე-18 ტურში „ზირე“ სახლში გათამაშების ლიდერ „საბაჰს“ დაუპირსპირდა და 1:3 დამარცხდა.
მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ვერცერთი ქართველი მოხვდა – ფორვარდი ვოლკოვი და ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთნენ.
„საბაჰმა“ პირველი ტაიმის 27 წუთში სამი გოლი გაიტანა. 83-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს „ზირეს“ ფეხბურთელმა ბურთი სტუმართა კართან ჩაჰკიდა, სადაც მცველმა არადამაჯერებლად ითამაშა და ვოლკოვმა თავით შეაგდო.
მან მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, რადგან ტრავმის გამო 13 ტური გააცდინა. „ზირეს“ 29 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





