ჩაკვეტაძის „უოტფორდის“ ცუდი პერიოდი

0
6

„უოტფორდს“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, მოუგებელი სერია კიდევ უფრო გაუხანგრძლივდა. 30-ე ტურში უოტფორდელები სახლში „სუონსის“ დაუპირისპირდნენ და 2 უპასუხო გოლი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, სტუმრები სტამენიჩმა დააწინაურა, ხოლო მე-80 წუთზე „უოტფორდის“ კარი კეიმ აიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე მასპინძლებს ირანკუნდა გაუძევეს.
„უოტფროდმა“ ბოლო ხუთი თამაშიდან 2 ფრედ დაასრულა და 3 წააგო – 43 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი