ჩემპიონი თურქეთში 5 ამხანაგურს ჩაატარებს

0
4

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ზედიზედ ორჯერ მომგები თბილისის „იბერია“ მომავალი სეზონისთვის შეკრებას თურქეთში გაივლის. გუგა ნერგაძის ხელმძღვანელობით თბილისელები ჩვენს მეზობელ ქვეყანას 19 იანვარს მიაშურებენ.
შეკრებაზე „იბერია“ ხუთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ამ ეტაპზე ოთხი მეტოქეა ცნობილი. 30 იანვარის ნერგაძის შეგირდები სლოვაკეთის „რუჟემბეროკს“ შეხვდებიან, 2 თებერვალს – უკრაინის „ვერესს“, 9 თებერვალს – კიევის „დინამოს“, ხოლო 12 თებერვალს – რუმინეთის „პეტროკუბს“.
სეზონის დასრულების შემდეგ, „იბერია“ გიზო მამაგეიშვილმა, სანდრო ალთუნაშვილმა, დერეკ აგიაკვამ და ირაკლი სიხარულიძემ დატოვეს. თბილისელებმა პაატა ღუდუშაური და გიორგი ქოჩორაშვილი დაიმატეს.
ლაშა თაბაგარი