გია ნადარეიშვილი, რომელიც გასულ სეზონში „გაგრაში“ გამოდიოდა, კარიერას სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ „ტრენჩინში“ განაგრძობს. 20 წლის ნახევარმცველმა სლოვაკებთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ნადარეიშვილმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა მარტვილის „მერანში“ დაიწყო, სადაც 2023 წელს გამოდიოდა. მან ბოლო ორი სეზონი „გაგრაში“ გაატარა, რომელშიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 54-ჯერ ითამაშა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს გუნდს პროგრესში და წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ვიცოდი, რომ გუნდში პროფესიონალური და მეგობრული ატმოსფერო იყო, მაგრამ რაც ადგილზე ვნახე, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. „ტრენჩინი“ წარმატებული და ისტორიული კლუბია, რომელმაც უმაღლესი დონის ბევრი ფეხბურთელი აღზარდა. ეს იდეალური შესაძლბებლობა ყველაზე მაღალი საფეხბურთო მიზნების მისაღწევად“ – იუწყება ნადარეიშვილის ნათქვამს „ტრენჩინის“ ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი





