ერლინგ ჰოლანდი ზედიზედ მეექვსედ

0
4

ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეექვსედ დაასახელეს. ამის შესახებ ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
2025 წელს 25 წლის თავდამსხმელმა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 49 მატჩში 42 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მან ნორვეგიის ნაკრებში 10-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო, პლუს 2 საგოლე გადაცემაა მიითვალა. ცნობისთვის, ჰოლანდმა მოწინააღმდეგეთა მეკარეები ათივე თამაშში დაამწუხრა. მისი წყალობით ნორბეგიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ჰოლანდამდე ბოლო ფეხბურთელი, რომელიც ნორვეგიაში საუკეთესოდ აღიარეს, ლონდონის „არსენალის“ შემტევი ნახევარმცველი მარტინ ედეგორი (2019 წელს) იყო.
ლაშა თაბაგარი