მამუკელაშვილის 14 ქულა, მოგება და პირადი რეკორდი

0
16

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული პირველობის მორიგ შეხვედრაში
სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რეპტორზი” “მაიამი ჰითს” ესტუმრა და ფლორიდელებს 112:91 სძლია.
კანადელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მესამე პერიოდის მსვლელობისას 17 ქულითაც გავიდნენ წინ. ამის შემდეგ რეპტორზელებმა როტაციას მიმართეს და ძირითადი ბირთვი დაასვენეს.
სწორედ ამიტომ დაჰყო პარკეტზე დასკვნით მეოთხედში მხოლოდ ორი წუთი ტორონტოელთა ქართველმა ლეგიონერმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 27 წუთში თავი 14 ქულას, 6 მოხსნას, 7 შედეგიან გადაცემას და ერთ ჩაჭრას მოუყარა. სანდრომ 7 შედეგიანი გადაცემა ნბა-ს ერთი მატჩის მსვლელობისას პირველად შეასრულა.
ტორონტო 18 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხეა.