ალთუნაშვილი ისრაელში ითამაშებს

0
8

სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ისრაელის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ჰაიფას „ჰაპოელში“ განაგრძობს. 28 წლის ნახევარმცველმა ებრაულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ისრაელის ჩემპიონატში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ, „ჰაპოელი“ 18 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ავსტრიის „ვოლფსბერგში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ალთუნაშვილი მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისის „იბერიაში“ დაბრუნდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში 3 საგოლე პასი გააკეთა. მან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე 3-ჯერ ითამაშა. ალთუნაშვილმა „იბერიასთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოიგო და თასის ფინალში გავიდა, სადაც თბილისელები გორის „დილასთან“ დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი