ქოჩორაშვილს სათამაშო დროს ისევ არ მისცეს

0
18

გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგში“ ისევ არ ათამაშეს. პორტუგალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში მოქმედი ჩემპიონი „ვიტორია გიმარაეშს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე ერთი წუთით არ შესულა.
მატჩის მე-12 წუთზე ლისაბონელებიდან ანგარიში ტრინკაომ გახსნა, ხოლო ათ წუთში იოანიდისმა სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში არკანიომ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 63-ე წუთზე კასტილიომ ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში სხვაობა ისევ ორი ბურთი გახდა. 79-ე წუთზე „სპორტინგიდან“ თავი არაუხომ გამოიჩინა.
„სპორტინგი“ 38 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ 5 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი