გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ ისევ არ ათამაშეს. ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში მერსისადელები სტუმრად „ტოტენჰემს“ შეხვდნენ და 2:1 გაიმარჯვეს, ხოლო კარს ბრაზილიელი ალისონი იცავდა. მამარდაშვილს ზედიზედ მე-6 შეხვედრაა არ უთამაშია.
მატჩის 33-ე წუთზე ლონდონელებს ხავი სიმონსი გაუძევეს, ხოლო 56-ე წუთზე „ლივერპულიდან“ ანგარიში ისაკმა გახსნა. 66-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ეკიტიკემ გამოიჩინა. 83-ე წუთზე „ტოტენჰემიდან“ გოლი რიშარლისონმა გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მასპინძლების არგენტინელმა კაპიტანმა რომერომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
მოქმედ ჩემპიონ „ლივერპულს“ ზედიზედ 5 მატჩია არ წაუგია (3 გამარჯვება და 2 ფრე) – 29 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





