ლომინაძემ „ბრაგასთან“ მოიგო

0
7

„ეშტორილმა“, რომელსაც ნოდარ ლომინაძემ ზაფხულში შეუერთდა პორტუგალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში საშინაო მატჩში „ბრაგასთან“ სამი ქულ აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის ბედი 43-ე წუთზე ანდრე ლაკშიმიკანტის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლი გადაწყვიტა. ლომინაძემ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე ერთხელ ითამაშა. „ეშტორილი“ 17 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში „კრემონეზემ“ გასვლაზე „ლაციოსთან“ ქულა აიღო – 0:0. საქართველოს ახალგაზრული ნაკრების ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია. „კრემონეზე“ 21 ქულით 20 გუნდში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი